გოლდ ენზიმ კომპლექსი

გოლდ ენზიმ კომპლექსი წარმოადგენს მრავალკომპონენტიან სისტემას, რომელიც შედგება როგორც მცენარეული ისე ცხოველური წარმოშობის ფერმენტებისგან და მცენარეული მინერალური კომპლექსისაგან. ფერმენტული სისტემა წარმოადგენს ბიოქიმიური პროცესების საფუძველს და პირველყოვლისა ზუსტად იგი ზიანდება ენდოინტოქსიკაციის დროს. ფერმენტული სისტემის სისუსტე გავლენას ახდენს

აგრეთვე მომნელებელი სისტემის ფერმენტებზე, რომელიც უზრულველყოფს არა მხოლოდ საკვები ნივთიერებების ბოლომდე დაშლას არამედ ორგანიზმიდან გამოჰყავს მისთვის მავნე ტოქსინები და საკვების ის ნაწილი რომელიც ორგანიზმს არ ესაჭიროება. მომნელებელი ფერმენტული სისტემის სისუსტის შემთხვევაში საკვების შემადგენელი ნივთიერებების ნახევრად დაშლის კომპონენტები განიცდიან უკონტროლო ლპობას, რის შედეგადაც გამოიყოფა ორგანიზმისთვის მავნე ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმის ენდოეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებს. მსგავსი პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ახალგაზრდა ორგანიზმშიც, მაგრამ დიდი წილი ამ დაავადებებისა მოდის ზრდასრულ და ხანშიშესულ ადამიანებში. ასაკთან ერთად ორგანიზმში გროვდება შლაკები და ტოქსინები, ამავე დროს მცირდება ფერმენტების პროდუცირება,რის შედეგადაც ხდება მთელი ორგანიზმის მოწამვლა ანუ ენდოინტოქსიკაცია, რაც თავისთავად იწვევს სიბერის პროცესების დაჩქარებას. ენზიმ კომპლექსი ეხმარება ორგანიზმს აკონტროლოს საკვების გადამუშავების პროცესები, მოხსნას კვების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, დაარეგულიროს საკვები კომპონენტების ბოლომდე დაშლის პროცესი, გააუვნებელყოს და ორგანიზმიდან გამოიყვანოს ტოქსინები და რაც მთავარია საშუალებას აძლევს მომნელებელ ჯირკვლებს აღადგინონ თავიანთი ფუნქცია, ასე რომ ენზიმ კომპლექსი ხელს უწყობს მონელებისა და ათვისების პროცესს, აღადგენს ორგანიზმის ენდოეკოლოგიურ ბალანსს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ალერგიულ და აუტოიმუნურ რეაქციებს.

ჩვენება: მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, შეკრულობა,დიარეა, მეტეორიზმი,ენდოინტოქსიკაციის სინდრომი, თავის ტკივილი, შაკიკი, ძილის მოშლა, რომელიც მომნელებელი სისტემის პრობლემებს უკავშირდება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები , პანკრეატიტი, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული, ენტეროკოლიტი, ხოლეცისტიტი, აუტოიმუნური დაავადებები, ვირუსული ინფექციები, ოსტეოპოროზი,რევმატიზმი, ანემია.

მიღება: კუჭნაწლავის ქრონიკული დაავადების დროს, ფერმენტული უკმარისობის დროს 1 აბი ჭამის დროს, თუმცა შეიძლება დოზა ინდივიდუალურად დადგინდეს. ენდოინტოქსიკაციის სინდრომის, კოლიტებისა და დისბაქტერიოზის დროს 0.5-2 აბი უნდა მიიღოთ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე 1-2 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ჭამის დროს, მიიღეთ თქვენთვის კომფორტული დოზა.

შემადგენლობა:
1. Pancreatin—250mg
2. Bromelain---100mg
3. Papain--------80mg
4. Tripsin--------80mg
5. Chymo-Tripsin-2mg
6. Lipase---------20mg
7. Amilase--------20mg
8. Protease--------20mg
9. Maltase---------20mg
10. Sucrase---------20mg
11. Renin----------10.5mg
12. Intristic-Factor—7mg
13. Bile Salt---------20mg
14. RNA(10%)----152.5mg
15. DNA(10%)----10.5mg
16. Pepsin----------2.5mg
17. Herbal mineral base:
18. Exinacea Root Powder—47.5mg
19. Zinc--------------10.3mg
20. SOD---------------0.25mg
21. Catalase-----------82mg
22. Barley Grass Powder—2.5mg
23. Wheat Grass Powder—2.5mg
24. Spirulina------------------2.5mg
25. Chlorella------------------2.5mg